BIAFF2016 პირველი დღე_გახსნა

BIAFF  ფესტივალის გახსნას განსაკუთრებით ველოდებოდი, რადგან წელს პირველად ვესწრები და უსაზღვრო მოლოდინი, ინტერესი, ემოციები განსხვავებულად მომეძალა. დღეებს ვითვლიდი და აი როგორც იქნა დადგა საღამოს 7 საათი. ბათუმის საზაფხულო თეატრთან შეკრებილი უამრავი ცნობილი სახე, პრესა, ტელევიზია და ფესტივალით დაინტერესებული ხალხი დამხვდა.

This slideshow requires JavaScript.

თეატრში შევედი, როგორც სხვა ბლოგერებს ან მოხალისე ფოტოგრაფებს, მეც მინდოდა კარგი ფოტოები და ვიდეო გადამეღო, კიბეს ზევით ავუყევი, შედეგმა მართლა გამაოცა. ვიცოდი რომ ბევრი სტუმარი იქნებოდა, მაგრამ ამდენი ადამიანი ერთად თეატრის ფოიეში ამ დღის ერთერთი ყველაზე კარგი შთაბეჯდილება იყო ჩემთვის.

დარბაზში ადგილი მოვძებნე, დავჯექი და არც კი მიფიქრია რომ ჩემს ირგვლივ ისხდნენ ადამიანები რომლებმაც რაღაც შეცვალეს, თავის სიტყვა თქვეს ამ ცხოვრებაში. ერთერთი მათგანი კინომატოგრაფი – ბერდია ინწკირველი გახლდათ. ის ძალიან მორიდებული პიროვნება მომეჩვენა, მორიდებით ავიდა სცენაზე და ბევრი ლაპარაკი არც კი უფიქრია, მხოლოდ ერთი სიტვა თქვა “მადლობა” და სცენიდან  ჩამოვიდა. მან ამ საღამოს ყველაზე დიდი ოვაციები დაიმსახურა.

 

BIAFF-ის მე-11 გახსნა ბათუმს აჭარის მთავრობის თავჯმდომარე – ზურაბ პატარაძემ და ქალაქის მერმა- გიორგი ერმაკოვმა მიულოცეს.

შემდეგ კი 11 ბათუმელი რეჯისორის მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმრბის ჩვენება დაიწყო, რომელიც ახალი შემოქმედებითი ერთობის “ბათუმის ტალღა” მიერ იყო წარმოდგენილი. “ბათუმის ტალღა” ბათუმელი კინომატოგრაფისტების მიერ არის დაფუძნებული. მათ შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ალმანახი ერთიანი სახელწოდებით “ბათუმის ტალღა”. ამ ფილმებმა ფესტივალზე სრულიად დამსახურებულად მოიპოვე მაყურებლის ოვაცია და სიყვარული. პირადად მე განსაკუთრებით გია დიასამიძის “საქართველო” მომეწონა. ერთი თბილისური ჩვეულებრივი “იტალიური ეზო” და მასში მიმდინარე დროის ცვლილება, ფერების მრავალფეროვნებით და ადამიანების ცხოვრების სტილით, ისე კარგად იყო გადმოცემული რომ, ჩემში წარუშლელი შთაბეჟდილება დატოვა. სხვა ფილმებიც ძალიან დასაფიქრებელი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ ყველას ნახვა ვერ მოვახერხე, რასაც ძალიან ვნანობ, მაგრამ ფესტივალი ჯერ კიდევ წინაა და უამრავი საინტერესო ფილმი მელის წინ.

14202754_1271479176204348_1571062191713717049_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s