BIAFF2016 _ მესამე დღე

Biaff  Volunteers

მთელი დღე მოხალისეებთან ერთად გავატარე. არცერთი ფილმი არ მინახავს დღეს, მაგრამ არც ვნანობ. ფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გავიცანი. მათი შეხედულებები, კრეატიული აზროვნება, ხუმრობა თუ უბრალოდ დღის ბოლოს დაღლილი სახე ჩემთვის რაღაცით საინტერესო აღმოჩნდა. თავიდანვე ვიცოდი რომ მათთან საერთო ენას გამოვნახავდი, ვიცოდი ისიც რომ რასაკვირველია ყველასთან ერთნაირად ვერ დავმეგობრდებოდი, ყველაზე უცნაური კი ისაა რომ, ამის მიუხედავად ყველა მათგანის მიმართ დადებითი ემოციები მაქვს. არა, ზოგის მიმართ უფრო მეტად, ამას ვერც ვუარყობ. 🙂

img_6582

ეხლა კი ცოტა რამ  საქმეზე, რასაც ისინი აკეთებენ:  სტუმრებთან ურთიერთობა, მასტერკლასები, კინოთეატრის ინფო ცენტრში ყოფნა, მედეა სიახლეები და სხვ.  ნატო და ზვიადი სულ დაკავებულები არიან, გამუდმებით ესაუბრებიან სტუმრებს ან საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ. ამის მიუხედავად მოხალისეებზე ზრუნვას მაინც ახერხებენ. დღეს ვიღაცამ მკითხა, სახელი არ მახსოვს, (არა, არაა… ვიტყუები) სახელი არ ვიცი, პირველად არ ვხედავ მაგრამ… ხოდა მკითხა – “საჭმელი ჭამე? რამე თუ არ მოგეწონა მითხარი, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს შესაცვლელია და შევცვლით.” მართლა გამიკვირდა. ამდენი საქმე აქვთ და მაინც თითოეულ მოხალისეს და სტუმრარს ყურადღების გარეშე არ ტოვებენ. ხო, ჭამასთან დაკავშირებით, თუ ეტყვი რომ არ გინდა ყოველ წუთს თავიდან გკითხავენ, სანამ არ დათანხმდები. ამას მოხალისეები აკეთებენ, ესეც ხომ რაღაცით ერთმანეთზე ზრუნვაა.  შეიძლება ეხლა ვინმე შემომედავოს და რამე სხვა მითხრას, ან არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ამას ვხედავ. ეს ჩემი დანახული Biaff backstage-ია.

p.s.   ზოგი მათგანი მთელი დღე “აპოლოშია” და ამის მიუხედავად დღის ბოლოს მაინც ახერხებს მხიარული და ხშირად სასაცილო ფოტოების გადაღებას.

img_6202img_6236img_6241img_6410img_6555img_6594

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s