BIAFF2016 _მეხუთე დღე

პარასკევია, ისევ და ისევ არ ჩერდება წვიმა, ძალიან მეზარება ასეთ ამინდში გარეთ გასვლა, მაგრამ ვიცი საინტერესო დღე მელის წინ. ასე რომ, სიზარმაცე გვერდზე გადავდე, ვისაუზმე, მოვემზადე და გარეთ გავედი. ქუჩაში გუბეებია, აუტანელი გახდა გზა. ძალიან დიდი დილემის წინაშე ვარ, მინდა მივიდე სასტუმრო “დივან”-ში, დავესწრო გელა ბაბლუანის მასტერკლასს თემაზე “კინორეჟისურა დაბალბიუჯეტური ფილმისთვის”  და შემდეგ “აპოლოში” ფილმიც მელოდება, ამ დროს მგონია ვერ მოვასწრებ მისვლას და სახლში დაბრუნებას ვფიქრობ. გზაში მთელი 1 საათია ვარ. ამხელა საცობები იცის ხოლმე მთავარ ქუჩებზე წვიმის დროს. სულ მიკვირს ასე რატომ ხდება. 12038537_849875841759629_7859458135921314738_n

 

ვიცი მოსაწყენი და დამთრგუნველი ტექსტით დავიწყე წერა. ისიც ვიცი რომ არასწორად ვიდექი დილემის წინაშე. ან უკან, სახლში უნდა დავბრუნებულიყავი ან წინ გამეგრძელებინა გზა. მე უკან დახევა არ მჩვევია, შეიძლება მხოლოდ რამდენჯერმე ცხოვრებაში, ისიც ძალიან მინანია. წინ წავედი. მიხარია, მაინც მოვასწარი მოსვლა, მართალია დაგვიანებით მაგრამ მივედი და ეს უკვე პოზიტივია ჩემთვის. სურათებიც გადავიღეთ. გელა ძალიან დადებითი პიროვნება ჩანს, მხიარულია.

dsc_0856
გელა ბაბლუანი

“აპოლოში” რაღაც საორგანიზაციო საქმე მქონდა, მერე მოხალისეების ფოტო-ალბომი შევქმენით და ფოტოებიც გადავიღეთ. წვიმაში დავსველდი, თმა გამეწეწა 🙂 არც ფოტოს სურვილი მქონდა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, როცა ყველაზე მეტად არ ელი სწორედ მაშინ ხდება ყველაფერი. ამჯამად ყველაფერი კარგი და ეს კარგი მაფიქრებს, რა მოხდებოდა რომ არ წამოვსულიყავი? ან უკან რომ დავბრუნებულიყავი?  საბოლოოდ  დადებითი ემოციებით სავსე სახლში გვიან დავბრუნდი.

dsc_0850

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ, ადამინებმა წინ უნდა იარონ, მაშინაც კი როცა ამის ხალისი და სურვილი არ აქვთ, ან როცა გზას ვერ ხედავენ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s