ჩიტები აღარ გალობენ კიგალიში

     გადაღებები კრჟიშტოფ კრაუსმა Krzysztof Krauze 2005 წელს  “კრისტალ გლობუსთან KVIFF” ერთან დაიწყო.  2014 წელს კი გადაღებების პროცესი ტრაგიკული გარემოებების გამო რამოდენიმე წლით შეწყდა. მიზეზი ფილმის რეჟისორის_ კრჟიშტოფ კრაუზის და კინემატოგრაფის_ კრისტოფ პატკის დაღუპვა გახლავთ. რეჟისორის სიკვდილის შემდეგ ფილმი მისმა მეუღლემ და დიდი ხნის პარტნიორმა, იოანა კოს-კრაუზემ  Joanna Kos-Krauze  დაასრულა. იოანას თქმით, სწორედ თემის სიმძიმიდან გამომდინარეობს, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა ფილმზე მუშაობა და მისი დასრულება.

EN_00909363_0704
Joanna Kos-Krauze  და Krzysztof Krauze

     რეჯისორსა და სცენარისტს კშიშტოფ კრაუზეს Krzysztof Krauze (1953, ვარშავა – 2014, პოლონეთი) რეჟისურაში საერთაშორისო წარმატება მოუტანა ფილმმა – „ჩემი ნიკიფორი“ (My Nikifor 2004),  რომლის სცენარის თანაავტორი მისი მეუღლე იოანაც გახლავთ. ფილმს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორებიცაა: ბროლის გლობუსი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კრისტინა ფელდმანისთვის KVIFF-ზე  2005 წელს და ოქროს ჰიუგო ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. წყვილმა ასევე ერთად იმუშავა სხვა არანაკლებ წარმატებული ფილმების რეჟისურასა და სცენარზე: „მხსნელის მოედანი“  (Saviour Square, 2005 – ოქროს ლომი პოლონეთის კინოდაჯილდოებაზე გდინიაში, მონაწილეობდა 2007 წლის KVIFF-ში) და „პაპუშა“ (Papusza  2013 – განსაკუთრებული ხსენება 2013 წლის KVIFF-ზე).

     კშიშტოფ კრაუზეს მეუღლე იოანა კოსკრაუზე  Joanna Kos-Krauze (1972 წ. პოლონეთი) არის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, პოლონეთის რეჟისორთა გილდიის პრეზიდენტი, ევროპის და პოლონეთის კინოაკადემიების წევრი. კინემატოგრაფიაში პროფესიონალური გამოცდილება 90-იანი წლების შუა პერიოდში, გადამღებ ჯგუფთან მუშაობითა და მსახიობთა შერჩევის ხელმძღვანელობით მოიპოვა.  მის კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა პროექტებმა, რომელიც მეუღლის გაცნობის შემდეგ განახორციელა.

a049d45c7b6c421dc166fa3d2ca7.1000

Birds Are Singing in Kigali არის დრამა გენოციდის მსხვერპლ ქალზე. ფილმში ვხედავთ პოლონელ ორნიტოლოგ (ორნითოლოგია _ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწავლობს ფრინველებს) ანას, რომელიც 1994 წელს აფრიკაში იმყოფება, როდესაც რუანდას ჰუტუს უმრავლესობამ ტუტსების უფრო მცირერიცხოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდი მოაწყო. ანა ადგილობრივი კოლეგის  და საყვარელი კაცის შვილის გადარჩენას ახერხებს,  რომლის მთელი ოჯახი ამოწყვიტეს და პოლონეთში, თავისთან საცხოვრებლად მიჰყავს. ქალებს სიმშვიდის მოპოვებაში წარსულის ტრამვები და ფიცხი ხასიათი უშლის ხელს.  გარდა ამისა, კლოდინი მსხვერპლის როლის მორგებაზე უარს ამბობს. 

     მოგვიანებით, როცა რუანდის ტომების მდგომარეობა უმჯობესდება, ახალგაზრდა ქალი სამშობლოში დაბრუნებას ახერხებს. ანა მეცნიერულ კარიერაში წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს და კლოდინს აფრიკაში მიჰყვება, სადაც გოგონას მიერ ძველი ცხოვრების კვალისა და საყვარელი ადამიანების საფლავების ძიებას აკვირდება. ყველგან, სადაც მიდის, კლოდინი ხედავს, რომ გადარჩენილები დანაკარგთან შეგუებას ცდილობენ. 1996 წელს ძალაუფლება ისევ ტუტსების ხელშია, თუმცა მშვიდობა არასტაბილურია და  ხალხი საყოველთაო სიღარიბით იტანჯება. კლოდინი ცდილობს ოჯახის წევრების გვამების პოვნას და მათ შესაბამისად დაკრძალვას. 

BirdsAreSingingInKigali-sel-01

       “შეამჩნიე? ჩიტები აღარ გალობენ…. აქ ამ დროს უამრავი ჩიტი იყო….. დედა ხუმრობდა ხოლმე _ მამაშენმა ეს სახლი ჩვენთვის კი არა, ჩიტებისთვის ააშენაო….”

    რუანდის გენოციდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ტუტის წინააღმდეგ გენოციდი, იყო რიანდის ჰუტუის უმრავლესობის წევრების მიერ განხორციელებული მასობრივი დანაშაული პატარა დასახლების ტუტცის მიმართ. რომლის დროსაც დაახლოებით 500,000-1,000,000 რუანდის მოსახლე დაიღუპა 100-დღიანი პერიოდის განმავლობაში 7 აპრილიდან 1994 წლის ივლისის ჩათვლით, რაც ტუტცის მოსახლეობის 70% -ს შეადგენს. გარდა ამისა ამოხოცეს 30% ჯუჯა-Batwa (საყოველთაოდ ცნობილია, როგორც პიგმიები, ყველაზე დაუცველი და გადაშენების პირას მყოფი ხალხის ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს ეჩუის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთ უგანდის კისოროსა და ყაბალის ოლქებში).  რუანდის გენოციდი დასრულდა, როდესაც პუტ კაგემის მიერ დაპყრობილმა ტუტისმა და მძიმედ შეიარაღებულმა რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა (Rwandan Patriotic Front_RPF) მიიღო ქვეყნის კონტროლი. სავარაუდოდ  2,000,000-მდე რუანდელი დევნილი და ლტოლვილი გახდა. 1499588961_umuhire4

Ptaki spiewaja w Kigali (2017) საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა რეჟისორისა და მსახიობებისთვის Karlovy Vary-ს  52-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ანა Jowita Budnik და კლაუდინი Eliane Umuhire  საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ . 

This slideshow requires JavaScript.

Leave a comment