თაფლის ფესტივალი ბათუმში

13-14 აგვისტოს აჭარაში, უკვე მეორედ, თაფლის ფესტივალი გაიმართება, სადაც თაფლსა და თაფლის პროდუქციას ადგილობრივი და რეგიონის წარმომადგენელი მეფუტკრეები წარადგენენ. წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია და ორი დღე გაგრძელდება.

13962759_1674073792917333_9171285105567533091_n

13 აგვისტოს, 12:00 საათიდან, ფესტივალი ოფიციალურად ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიხსნება, ხოლო 14 აგვისტოს, 12:00 საათიდან ვიზიტორები ფესტივალს გონიოს ციხეში ეწვევიან. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 24 მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია რეგიონში არსებული უნიკალური მცენარეებისაგან.

ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნება და ადგილზე შეძენა. ფესტივალი მოიცავს გასართობ ღონისძიებებს, ცოცხალ მუსიკას, კონკურსებს, მასტერკლასებს, სადაც ვიზიტორებს თავად შეეძლებათ მონაწილეობის მიღება ასაკის მიუხედავად. 

IMG_8879

 

IMG_8882

აჭარაში მეფუტკრეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარა თაფლის წარმოების მიხედვით, ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია საქართველოში. ადგილობრივი თაფლი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება, ვინაიდან მისი შეგროვება აჭარის რეგიონში არსებული ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი გარემოდან ხდება. ფესტივალი მიზნად ისახავს, აჭარის როგორც მეფუტკრეობაში წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას და მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას.
ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია. ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი, აჭარის აგროსერვის ცენტრი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

IMG_8896

ადგილმდებარეობა:
13 აგვისტო: ბათუმის ბულვარი (კოლონადების მიმდებარე ტერიტორია)
დრო: 12:00-23:00

14 აგვისტო: გონიოს ციხე
დრო: 11:00-18:00

არ გამოტოვოთ, ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ფესტივალი!!!

IMG_8874

Leave a comment