BSU თაფლის ფესტივალზე

13-14 აგვისტოს აჭარაში თაფლის ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართა,  თაფლის ფესტივალი ბათუმში   სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც იყო წარმოდგენილი თაფლი.

20160813_174249-01

ბიზნეს განვითარების ცენტრი “კავკასია“,  რომლის ერთერთი დამფუძნებელი აღნიშნული უნივერსიტეტია, მაისის თვიდან ახორციელებს პროექტს “მეფუტკრეობის განვითარება აჭარის მაღალმთიან რეგიონში“.  ამ პროექტის მიზანია რომ აქ დამზადებული თაფლი იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ევროპის სტანდარტებს.  პროექტის ფარგლებში ყავთ 40 ბენეფიციარი, რომლებიც ცხოვრობენ ხულოსა და შუახევში.  მათ ბიზნეს განვითარების ცენტრი ეხმარება როგორც საკონსულტაციო მიმართულებით_ ცოდნის მიწოდებით, ასევე სკებით, ფუტკრის ოჯახებით, სხვადასხვა საჭირო ინვენტარის გადაცემით და ვეტერინარებით რომლებიც მუშაობენ ამ ოჯახებთან. ცენტრი მათ ეხმარება  როგორც წარმოების ასევე რეალიზაციის პროცესში. პარალერურ რეჯიმში ატარებენ ბაზრის კვლევებს.  პროექტში ჩართულია უნივერსიტეტის სტუდენტები.

გამოფენაზე მათ წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის თაფლი: მინდვრის, ცაცხვის, წაბლის და სხვ.  თაფლის ფესტივალი_პირველი დღე

IMG_8898

20160813_174216-01

IMG_8895

IMG_8882

ინტერვიუზე ბიზნესის განვითარების ცენტრის – “კავკასია” ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი – დავით არძენაძე დამთანხმდა. ის ძალიან ზრდილობიანად გამესაუბრა და დაწვრილებით გვიამბო ორგანიზაციის და მის ბენეფიციარების შესახებ.

Leave a comment